ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორი თვის წინ დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვნეს

23 წლის შოთა სამ­ხა­რა­ძე, რო­მელ­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბი, 14 იან­ვრის შემ­დეგ ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სამ­ხა­რა­ძის მე­გო­ბარ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი გარ­დაც­ვლი­ლი გუ­შინ კუ­რორტ შოვ­თან ახ­ლოს, ტყე­ში ნა­ხეს. 23 წლის ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

შეგახსენებთ, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი თვის წინ და­ი­კარ­გა. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა 14 იან­ვარს შე­ვი­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, ბიჭი ბო­ლოს სას­ტუმ­რო­ე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მარ­თულ თოვ­ლის ფეს­ტი­ვალ­ზე ნა­ხეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

იტვირთბა....