ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არც ერთი წუთით არ ვნანობ” – გახარია რატიანის საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პოეტ ზვიად რატიანის საქმის შესახებ „ტვ პირველის” ეთერში კომენტარი გააკეთა.

„იმ არატრაგიკული, სამწუხარო შემთხვევიდან ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და რეალურად, ხარისხობრივად ბევრი რაღაც გავასწორეთ. არც ერთი წუთით, იმაზე, რაც მოხდა მაშინ, არ ვნანობ, იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეები ვართ და ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ყველგან, ნასვამები ვართ, ქუჩაში ვართ თუ სად ვართ, რას ვამბობთ, იმაზეც”, – განაცხადა  გახარიამ

მინისტრი რატიანის ცემის ფაქტს უარყოფს.

„ვინ ცემა, ვინ გითხრათ, რომ ცემეს? სასამართლომ სხვა რამე თქვა” – განაცხადა გახარიამ

იტვირთბა....