“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა.
“თქვენი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო “ტერორზე” არ დგას. ამას რა თქმა უნდა, კარგი გაგებით ვამბობ. დღეს, რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ და 5 გვამი მოითხოვოთ და 12 შემოიტანონ და სხვა სისტემა იყოს, მაშინ სხვანაირი ლაპარაკი წავიდოდა და ამ დარბაზში ყველა გაიტრუნებოდა, მაგრამ ეს არ იძლევა იმას, რომ ჩვენ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის” – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში პრემიერსა და განათების მინისტრს უსმენდნენ. სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა.