საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს პარლამენტში მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლას ესწრება, ჟურნალისტებს ქვეყაქნაში შექმნის კრინმინალურ ვითარებაზეც ესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად და იზრუნონ საკუთარ ოჯახებზე.
“დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. მართლმსაჯულების სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო,რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი, წყნარად და მშვიდად იცხოვრონ, რადგან შინაგანან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში. ისინი გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და ოჯახმა, იშრომოს, იზრუნოს თავისი იჯახისა და შვილების საკეთილდღეოდ” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე გამოეხმაურა ტელეკომოანია “რუსთვი2”-ის ჟურნალისტის თამარ ბაღაშვილის მიერ დასმულ შეკითვას, რომელიც ეხებოდა თიბისი ბანკსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ზოგადად ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალდებებით გიორგი გახარიას მისამართით, რომელიც შეეხებოდა „თიბისი ბანკის“ საქმეს და გიორგი გახარიას გავლენებს, ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარიას მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში სამეგრელოს რაიონში.
“თამარ მიხარია რომ თქვნე იღიმით როცა ამ კითხვს მისვამთ. ეს ყველაფერი განპირობებულია პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს. თუ გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას? შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან? – არა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე ვიდრე წერილით მომართვა შედგებოდა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ამ საქმესთან დაკავშირებით მექნება საშუალება დეტალებში შევიდე. კიბერ თავდასხმის ის ლოკაცია, რომელიც უკვე აღმოჩენილი იყო ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან, უკვე აღმოჩენილი იყო და გარდა ამისა უკვე საფრთხეც იყო ლიკვიდირებული” – განაცხადა გახარია,
შეგახასეებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში იმყოფება.