კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონი, აეროდრომის დასახლების X ქუჩაზე, გადაერთებითი სამუშაოების მიზნით, ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის დღეს, 11:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება სამგორის რაიონში: აეროდრომის დასახლების VIII, X ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.