ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ანაკლიის პორტი ერთ-ერთ საშიშ პროექტად მიაჩნიათ რუსებს და ამაზე საუბარი რატომ გვერიდება”

ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის მოხსენების შემდეგ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განსახორციელებლად საქმე ძირეული ცვლილებებისკენ მიდის.

მაია ცქიტიშვილი საქართველოს პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაუჩნდა კითხვები, რომელიც ამ დრომდე არ ჰქონდა.

“ჩემი კოლეგების შეკითხვებიდან გამომდინარე მიჩნდება განწყობა, რომ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საქმე ძირეული ცვლილებებისკენ მიგვყავს. კონკრეტულად არსებული კონსორციუმის კომპეტენცია და მისი შესაძლებლობები დგება ეჭვის ქვეშ, რასაც მე ვუყურებ”, — განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისი თქმით, ამ პროექტს საერთაშორისო დონეზე ეწინააღმდეგებიან, მათ შორის რუსეთიც.

“უპირველეს ყოვლისა, ეს არის რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და რუსები მიიიჩნევენ ანაკლიის პორტს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პროექტად, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიძლება განხორციელდეს, ამაზე ხმამაღლა საუბრის რატო გვერიდება? ეს ჩვენ დაგვიცავს, ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ” –  განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საქარველოს პარლამენტში ანაკლიის პორტის პროექტზე სასაუბროდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი თავისი სურვილით მივიდა. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ანაკლიის პორტის საკითხი უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.

 

იტვირთბა....