მთავარი საზოგადოება ციტატა

“მზად ვარ, დავიცვა თეა წულუკიანი, როგორც ქალი” – ბოკუჩავა

„თეა წულუკიანი იტყუება ჰააგაზე, იტყუება „რუსთავი 2“-ზე და ძალიან ბევრ სხვა საკითხზე, საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე მოიტყუა იმ საუბრის შინაარსზე, რაც ჩვენ გვქონდა. მან მითხრა, რომ დღეს ის აღიარებდა, რომ ჩემ მიმართ არასწორი განცხადება გააკეთა და მთხოვა, ამ აღიარების შემთხვევაში დამეცვა ის, როგორც ქალი პოლიტიკოსი, თუ მის მიმართ, როგორც ქალი პოლიტიკოსის მიმართ, გენდერულად შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდებოდა. დღეს ვაცხადებ, მზად ვარ, თუ თეა წულუკიანს, როგორც ქალს, ნებისმიერი პოლიტიკური კუთვნილების ლიდერი მიაყენებს შეურაცხყოფას, დავიცვა, მაგრამ სამწუხაროდ, მე მას ვერ დავიცავ, როდესაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო განიხილავს მის თანამონაწილეობას ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ საქმეებში. ქალბატონი თეა ზოგადად ბოღმის და ღვარძლის კვინტესენციაა. ვწუხვარ, ეს მისი პირადი ტრაგედიაა. თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტში ეთიკის ნორმები მოითხოვს, რომ მინისტრებმა არ მოიტყუონ. ასევე ქვეყნის ყველაზე მაღალი საკანონმდებლო ტრიბუნა ბოღმისა და ღვარძლის ნთხევის ტრიბუნად არ აქციონ“

თინა ბოკუჩავა

იტვირთბა....