ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენტიტეტის პატივისცემის გარანტიაა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრა თეა წულუკიანმა გააკეთა.
აღნიშნული განცხადება წულუკიანმა მაშინ გააკეთა, როდესაც ენმ-ს დეპუტატს, თინა ბოკუჩავას მიმართა.
“ახლა მე მინდა, სულ ორი წუთი დავუთმო იმას, როდესაც თქვენ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბედავთ ჩემს გადადგომაზე საუბარს, [საუბრობთ იმის შესახებ] მე რა ვუთხარი ბახტაძეს, რა მიპასუხა ბახტაძემ მე, რა შენიშვნა მომცა მე ბახტაძემ, რა თქვა წულუკიანმა, რა უთხრა ივანიშვილს …. ეს ივანიშვილი თქვენი ასე მარტივი სახსენებელი არ არის, თქვენ ბევრჯერ მკითხეთ, ქალბატონო თინა “რა იცით თქვენ?”, ბატონ ბიძინაზე მე ვიცი ძალიან ბევრი კარგი რამ, ის სიკეთეები, რაც მას უკეთებია, მეტი არაფერი ვიცი. და მე ვიცი, თქვენგან განსხვავებით, მისი ფასი.
ბიძინა ივანიშვილის ფასი ამ ქვყეანაში არის ის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არის გარანტი დღეს ქვეყანაში, მშივდობის, სტაბილურობისა და იმის, რომ ჩვენს სუვერენტიტეტს სხვა ქვეყნებმა პატივი სცენ. აი, ეს არის. ეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის არის საკმარისი, რომ მე მის გვერდში ვიდგე, ვიქნები მინისტრი თუ ამომრჩეველი. მე არსად გახტომას თუ გამოხტომას არ ვაპირებ. არ ვიქნები ამ ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული მინისტრი? – ეს არ არის პრობლემა, მაგრამ მე არც გუნდის და არც “ქართული ოცნების” გუნდის წევრობა არ მჭირდება, ამისთვის,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს უსმენენ.