ახალი ამბები

“განცხადებებს, რომ საქართველო EU-ის გზაზე პროგრესირებს, რეალობასთან საერთო არ აქვს”- ესტონეთის ელჩი

“განცხადებებს, რომ საქართველო EU-ის გზაზე პროგრესირებს, რეალობასთან საერთო არ აქვს”, – ამის შესახებ ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ზე წერს.

ელჩის განცხადებით, დემოკრატიული უკუსვლის გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია.

“ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე პროგრესირებს, არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფართოების ანგარიშის ნათელი გზავნილები”, – წერს ელჩი.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროკომისიის გუშინდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალურ ქსელში დღეს დაწერა, რომ, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს პროგრესირებს ევროინტეგრაციის გზაზე.

სამხარაძეს უპასუხა ნიდერლანდების ელჩმაც.

საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს.

იტვირთბა....