“ივანიშვილის საეჭვო გამარჯვებამ, შესაძლოა, საქართველო ავტორიტარიზმსა და რეპრესიებში ჩააგდოს”, – ამ სათაურით ვრცელ სტატიას The Insider-ი აქვეყნებს, რითიც საქართველოში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს ეხმიანება.
სტატიაში წერია, რომ თუ ივანიშვილი მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გარდაუვალი რეპრესიები ელის, ამბობენ ექსპერტები.
სტატაში ვკითხულობთ, რომ დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, პუტინთან ღია დაახლოებას ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს.
“საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გენერალურ პროკურატურას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების გამოძიების თხოვნით მიმართა. ქვეყნის ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნების წინა დღეს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გამართა, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას “ქართული ოცნება” მასობრივ გაყალბებაში ადანაშაულებს. ბრალდებებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბევრი უცხოელი დამკვირვებელი ეთანხმება. თუ ივანიშვილი მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, ქართული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება გარდაუვალი რეპრესიები ელის, ამბობენ ექსპერტები. დასავლეთთან დაახლოების შეწყვეტა, პუტინთან ღია დაახლოებას ივანიშვილისთვის სულ უფრო მაცდურ სცენარად აქცევს.
[…]
სოციოლოგების მონაცემებთან შეუსაბამობის გარდა, არჩევნების შედეგი საეჭვოა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიერ ხმის მიცემის დროს დაფიქსირებული არაერთი დარღვევების გამო. ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა პასკალ ალიზარმა აღნიშნა იძულების, დაშინებისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევის არაერთი ფაქტის შესახებ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამომრჩევლებთან ერთად კენჭისყრის კაბინებში შევიდნენ. დამკვირვებლები გამოყარეს საარჩევნო უბნებიდან და მათ თავს დაესხნენ ხელისუფლების მომხრე „აქტივისტები“. რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ხმის მიცემის დროს გაიცემოდა ერთზე მეტი ბიულეტენი. გარდა ამისა, მედია ავრცელებდა ცნობას არჩევნების დღეს ძალადობის შემთხვევებზე: თავდასხმები ოპოზიციაზე, დამკვირვებლებზე და ჩხუბი წამქეზებელთა მონაწილეობით, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ინტერესებიდან გამომდინარე”, – წერია სტატიაში.