ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს უკრაინამ სანქციები დაუწესა.

“შავ სიაში”, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.

ასევე, სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევს, ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერ რუსლან ტედეევს, ე.წ. დეპუტატებს, ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს, ასევე ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე დავიდ გაზატის.

აღნიშნულ პირებს სანქციები დონბასში ე.წ. არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასვლის გამო დაუწესდათ.

როგორც უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, შავ სიაში მოხვედრილ პირებს უკრაინაში ანგარიშებს დაუყადაღებენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. სანქციები სამი წელი იმოქმედებს.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა. სულ სიაში არის 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი. მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეები.

იტვირთბა....