ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წელთან დაკავშირებით პარადოქსულია” – ხუხაშვილი

სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც “ტვ პირველის” ეთერში გავიდა,  საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ შეაფასა, კონკრეტულად კი მისი განცხადება, რომელიც ცხინვალის დაბომბვას ეხებოდა.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, მის საჯარო განცხადებებს მარტო ქვეყნის შიგბნით კი არ კითხულობენ, არამედ ყველა კითხოლობს, რაც იმიჯზე აისახება. აქედან გამომდინარე მისი პოზიია 2008 წელთან დაკავშირებით პარადოქსულია.

“აქ იმიჯზე აღარ არის საუბარი, რადგან ზურაბიშვილი ცდილობს შეათავსოს შეუთავსებელი. ეგ არ ვიცი ეს ყველეფერი რით მოსდის არაკომპედენტურობით თუ შეგნებულად. ერთის მხრივ ის საუბრობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, მაგრამ ამასთანავე ამბობს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დაბომბა ცხინვალი. ფაქტობრივად ამ ორი განცხადებით, რუსეთს უქმნის ალიბს, თუ რატომ დაარღვიეს საქართველოს საზღვარი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწტყდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები ქვეყნებს შორის. ზურაბიშვილის ეს განცხადებები არის უნივერსალური არგუმენტი რუსეთისთვის, რადგან იტყვიან რომ დაარღვის საზღვარი იმიტომ, რომ იყო გენოციდის საფრთხე, რატომ იყო? იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობას ბომბავდა. რუსეტს კი  მოსახლეობა ყავდა გადასარჩენი და ამიტომ გადაგა ეს ნაბიჯი. რომ ბომბავდა საიდან იცით? აგერ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ამას, რათ უნდა მეტი არგუმენტი. აქედან გამომდინარე რბილად, რომ ვთქვათ საბოტაჟს ემსგავსება. ძალიან შორს წავიდა სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა და მხოლოდ კანდიდატი იყო, მაშინაც არ შეიძლებოდა ამ განცხადებების გაკეთება, მაგარმ უკვე სახელმწიფოს მეთაურის რანგში ესეთი ტიპის განცხადებები შემაშფოთებელია.

მის საჯარო განცხადებებს მარტო ქვეყნის შიგბნით კი არ კითხულობენ, ყველა კითხოლობს. აქედან გამომდინარე მისი პოზიცია 2008 წელთან დაკავშირებით პარადოქსულია” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბარში გია ხუხაშილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას უთხრა, რომ ცხინვალი სააკაშილმა დაბომბა.

იტვირთბა....