aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?!” – მდინარაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კობახიძე და მისი გუნდი ივანიშვილზე გავლენას ახდენს.

მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავს განცხადებაზე, სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

“ვინც თქვა, რომ ჩვენ ვმართავთ ბიძინა ივანიშვილს, ნორმალურია?! როცა ამას ამბობს ადამიანი – მდინარაძე ივანიშვილს მართავსო, თან ჩვენი გუნდიდან გასული ადამიანი, არამგონია ამაზე სერიოზულად ისაუბრო, სისულელეა ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, დღეს ბიძინა ივანიშვილზე გავლენას, ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი ახდენს.

იტვირთბა....