“შეწყალების თემა არ მოვიშორე. არასწორი გაგება იყო. მე ძალიან კარგად ავხსენი. პირიქით ვთქვი, რომ სრულ დისკრეციას ვიტოვებ. მე მოვიშორე ერთადერთი მარტო არჩევანი იმ ადამიანების, რომლებიც უნდა შევიდნენ კომისიაში და რომლებიც დადებენ პირველ ტექნიკურ რეკომენდაციას. აკმაყოფილებენ თუ არა იმ პირველად კრიტერიუმებს, რომელიც ჩაწერილია და რომელზედაც ისედაც ვმუშაობთ. თორემ დისკრეცია იქნება ჩემი და მერე დაიწყებთ წუწუნს, რატომ წყვეტთ თქვენო.
დისკრეცია ნიშნავს იმას, რომ მე არ ვეტყვი არავის, რა საფუძვლებზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ახსენეთ, რომ საპატრიარქოსთან მაქვს ურთიერთობა და პატრიარქის მიმართ მაქვს დიდი პატივისცემა, მაგრამ ამის მიუხედავად ვთვლი, რომ რაც ეხება სეწყალებას, აქ ვარ მარტო. ეს არის ის სიმარტოვე, რაც ახასიათებს პრეზიდენტის ზოგ უფლებას. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ და ვატარებ მარტო. ვნახოთ შევიწყალებ თუ არა დეკანოზ მამალაძეს”
სალომე ზურაბიშვილი
გადაცემა “რეაქცია”