ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვიად კვაჭანტირაძემ თანამდებობა დატოვა

დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ზვიად კვაჭანტირაძემ თავად დატოვა. ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, განცხადების წარდგენას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ის დღეს აპირებდა, თუმცა, განმეორებით გამართულ ბიუროს სხდომაზე არ მიიწვიეს.

„როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც თქვენი სინდისით დღეს იხელმძღვანელეთ და მიიღეთ ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს. ჩემი მხრიდან საკითხი მოხსნილია და ჩათვალეთ, რომ ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენეს. კვაჭანტირაძის გადაყენებისთვის  76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო,  კენჭისყირის შედეგები კი ასეტია: 67 მომხრე, 8 წინააღმდეგი.

„ქართული ოცნების” დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

იტვირთბა....