„გირჩმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და ორი მოწვევის პარლამენტის იმ დეპუტატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შვილებსაც უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ ჯარში არ წასულან.
გირჩის განცხადეას “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“ბიბლიური თავისუფლება-ის რელიგია შეიქმნა ადამიანების მონობისგან დასაცავად.
2 წელიწადში ბიბლიურმა თავისუფლებამ 1 წლიან მონობას, ცხოვრების, კარიერის, მომავლის დანგრევას გადაარჩინა 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა.
თუმცა, ჩვენ დღესაც გვეუბნებიან რომ როდესაც სახელმწიფო ადამიანს აიძულებს მისი ნების საწინააღმდეგოდ აკეთოს რაღაც – ეს არ არის მონობა. მეტიც, თურმე სიხარულით უნდა გარბოდნენ ახალგაზრდები პენიტენციური დაწესებულებების ვიშკებისკენ.
წლებია ამას გვეუბნებიან პრეზიდენტები, მინისტრები, პარლამენტარები.
ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ ბოლო 6 წლის პოლიტიკოსების შვილების შესახებ ინფორმაცია, რომელთაც არსებული კანონის თანახმად უნდა გაევლოთ ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური.
სიაში არ არიან ის პოლიტიკოსები, რომელთაც საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული პოზიცია რომ მხარს უჭერენ ამ ‘სამსახურის’ გაუქმებას.
ერთადერთი ყოფილი პოლიტიკოსი რომლის შვილზეც ცნობილია რომ გაიარა ეს სამსახური, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა. ეს დასაფასებელია, თუმცა ცხადია ამ სამსახურის მოხდა როდესაც თავდაცვის მინისტრი მამაა, პრინციპულად განსხვავებული ამბავია.
ჩვენ ვთვლით რომ ამორალურია პოლიტიკოსს ხელეწიფებოდეს დაკანონებული მონობის გაუქმება, ან შანსი ჰქონდეს იბრძოლოს ამისთვის, ამას არ აკეთებდეს, და ამავე დროს სისტემას უმალავდეს საკუთარ შვილებს.
ჩვენი ინფორმაციით ამ სიაში მყოფი პოლიტიკოსების შვილებს უწევდათ სავალდებულო სამხედრო სამსახური ბოლო 10 წლის განმავლობაში და არ გაუვლიათ!
თუ რომელიმეს გავლილი აქვს, წინასწარ ვუხდით ბოდიშს და ვთხოვთ გახადოს ეს ინფორმაცია საჯარო.
ასევე, წინასწარ ბოდიშს ვუხდით თუ რომელიმე მათგანს აქვს სამხედრო სამსახურთან შეუთავსებელი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთა შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია.
სია:
მიხეილ სააკაშვილი – პრეზიდენტი – 1 შვილი
ბახტაძის მთავრობა :
ივანე მაჭავარიანი – ფინანსთა მინისტრი – 1 შვილი
ირინე აბულაძე – განათლ. კულტ. სპორტ. მინისტრის მოადგილე – 1 შვილი
გიორგი წოწკოლაური – განათლ. კულტ. სპორტ. მინისტრის მოადგილე – 1 შვილი
იური ნოზაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – 2 შვილი
ლელა ჩიქოვანი – თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე – 1 შვილი
გოჩა ლორთქიფანიძე – იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე – 1 შვილი
რუსლან აბაშიძე – საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი – 1 შვილი
ივანიშვილის მთავრობა :
ბიძინა ივანიშვილი – პრემიერ მინისტრი – 1 შვილი
დავით დარახველიძე – ლტოლვილთა სამინისტრო, მინისტრი – 1 შვილი
ხათუნა გოგოლაძე – გარემოს დაცვის სამინისტრო, მინისტრი – 1 შვილ ი
ლევან ყიფიანი – სპორტისა და ახალგაზრდ. საქმეთა სამინისტრო, მინისტრი – 2 შვილი
კვირიკაშვილის მთავრობა :
გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ მინისტრი – 1 შვილი
ტარიელ ხეჩიკაშვილი – სპორტის და ახალგაზრდ. საქმეთა სამინისტრო, მინისტრი – 1 შვილი
გიგლა აგულაშვილი – გარემოს დაცვის სამინისტრო, მინისტრი – 1 შვილი
მერვე მოწვევის პარლამენტი :
თამაზ ავდალიანი – პარლამენტარი – 1 შვილი
ვლადიმერ აჩბა – პარლამენტარი – 1 შვილი
ეკა ბესელია – პარლამენტარი – 1 შვილი
აკაკი ბობოხიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ანზორ ბოლქვაძე – პარლამენტარი – 2 შვილი
გიგა ბუკია – პარლამენტარი – 1 შვილი
კახა ბუცხრიკიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ვალერი გელაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
ნინო გოგუაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ბიძინა გუჯაბიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
კობა დავითაშვილი – პარლამენტარი – 3 შვილი
მახირ დარზიევი – პარლამენტარი – 1 შვილი
დავით დარჩიაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
მურმან დუმბაძე – პარლამენტარი -1 შვილი
ნოდარ ებანოიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
გოჩა ენუქიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
გიორგი ვოლსკი – პარლამენტარი – 1 შვილი
ლევან თარხნიშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
მერაბ კაჭახიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ზვიად კვაჭანტირაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
კარლო კოპალიანი – პარლამენტარი – 2 შვილი
ელდარ კურტანიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ვახტანგ ლემონჯავა – პარლამენტარი – 1 შვილი
ტარიელ ლონდარიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
თემურ მაისურაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
შოთა მალაშხია – პარლამენტარი – 2 შვილი
ომარ მეგრელიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ენზელ მკოიანი – პარლამენტარი – 1 შვილი
თეიმურაზ ნერგაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ზაზა პაპუაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
სამველ პეტროსიან – პარლამენტარი – 1 შვილი
გუბაზ სანიკიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
გიორგი ღვინიაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
შალვა შავგულიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
იაშა შერვაშიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
ვაჟა ჩიტაშვილი – პარლამენტარი – 2 შვილი
თეიმურაზ ჩხაიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
გიორგი ცაგარეიშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
მირიან წიკლაური – პარლამენტარი – 1 შვილი
ნუგზარ წიკლაური – პარლამენტარი – 1 შვილი
დავით ჭავჭანიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
თეიმურაზ ჭკუასელი – პარლამენტარი – 1 შვილი
როსტომ ხალვაში – პარლამენტარი – 1 შვილი
ფატი ხალვაში – პარლამენტარი – 1 შვილი
ეკატერინე ხერხეულიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
ვახტანგ ხმალაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
თედო ჯაფარიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
იოსებ ჯაჭვლიანი – პარლამენტარი – 2 შვილი
მეცხრე მოწვევის პარლამენტი :
ბიძინა გეგიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
გელა სამხარაული – პარლამენტარი – 1 შვილი
გია ბენაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
გიორგი ბეგაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
გიორგი კოპაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
გოდერძი ჩანქსელიანი – პარლამენტარი – 1 შვილი
გურამ მაჭარაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
დიმიტრი მხეიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
დიმიტრი სამხარაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ვიქტორ ჯაფარიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
ირაკლი აბუსერიძე – პარლამენტარი – 1 შვილი
კობა კობალაძე – პარლამენტარი – 3 შვილი
კობა ნარჩემაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
ლევან ბეჟანიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
მარიამ ჯაში – პარლამენტარი – 1 შვილი
ლევან კობიაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
მიხეილ ყაველაშვილი – პარლამენტარი – 1 გერი
მუხრან ვახტანგაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
პაატა მხეიძე – პარლამენტარი – 2 შვილი
რევაზ არველაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
რომან მუჩიაშვილი – პარლამენტარი – 1 შვილი
სამველ მანუკიან – პარლამენტარი – 1 შვილი
სიმონ ნოზაძე – პარლამენტარი – 1 შვილი
აზერ სულეიმანოვი – პარლამენტარი – 2 შვილი
ემზარ კვიციანი – პარლამენტარი – 2 შვილი
ნატო ჩხეიძე – პარლამენტარი – 2 შვილი” – ნათქვამია “გირჩის განცხადებაში