არაოფიციალური ინფორმაციით, გუშინ დიდ დიღომში ერთ-ერთ საწყობში ხანძრის გამომწვევ მიზეზად სამი ვერსია სახელდება.
პირველი ვერსიით, ადგილი ჰქონდა დაუდევრობას, მეორე ვერსიით, მიზეზია ძველი ელექტროგაყვანილობა, მესამე ვერსიით კი – დარღვეული იყო უსაფრთხოების ზოგადი ნორმები. ცეცხლი თითქის ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველები ცალკეულ კერებს აქრობენ. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ხანძრის დროს დაშავდა ერთია ადამიანი, რომელიც ამ ტერიტორიას ყარაულობდა. მის სიოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.