ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან 21 წლის ახალგაზრდა გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დიციდან 21 წლის გივი ბერუაშვილი გაიტაცეს. ახალგაზრდა კაცი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს.

მოსახლეობის ინფორმაციით ბერუაშვილი ვენახში მიდიოდა, საიდანაც მოხდა მისი დაკავება.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

იტვირთბა....