ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით ადმინისტრაციის კონსულტანტი მიუსამძიმრებს ” – ზურაბიშვილი

ოკუპირებულ გალში, საეჭვო ვითარებაში დაღუპული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს პრეზიდენტის სახელით ზურაბიშვილის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი მიუსამძიმრებს.

“ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.

ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის.
ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.” ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

იტვირთბა....