ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულ 28 წლის ბრენტონ ტარანტს წინასწატი პატიმობა შეუფარდეს.

როგორც ცნობილი ხდება, ტარანტმა თავდასხმის ორგანიზება ევროპაში მომხდარი ტერაქტების ფონზე გადაწყვიტა.

“ანტიიმიგრაციულ მანიფესტში” ის 2017 წელს სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტს ასახელებს.

ავსტრალიის პრემიერის ინფორმაციით, ბრეტონ ტარანტს ბრალი დაუმძიმდება.

მისი თანამზრახველების საკითხზე გამოძიება ამ დრომდე მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, ქრაისტ-ჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებში 48 დაშავებულს მკურნალობენ, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

იტვირთბა....