ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე: “ქართულ ოცნებაში” უნდათ, მხოლოდ ჩინჩალაძის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები განიხილონ

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, კურიოზული ვითარებაა, როდესაც „ქართული ოცნება“ ფლობს პარლამენტში უმრავლესობას და მათ არ უნდათ, არჩევანი ჰქონდეთ.

მისივე თქმით, “”ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიდატურების შესარჩევად ივანიშვილი–ჩინჩალაძის შეთანხმების ამსახველი კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის ინტერესების გამტარებელია“.

„ცოტა კურიოზული ვითარება გვაქვს, როდესაც „ქართული ოცნება“ ფლობს პარლამენტში უმრავლესობას და მათ არ უნდათ, არჩევანი ჰქონდეთ.

მხოლოდ ჩინჩალაძის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები უნდათ, რომ განიხილონ. ეს ჩემთვის გასაგებია იმ მახინჯი მმართველობის ფორმის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში არ აქვთ იმის ელემენტარული თავისუფლება, რომ ოდნავ მაინც გადაუხვიონ მათი მმართველის მითითებებს. ჩვენ საზოგადოებას ვაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. შემდგომ პლენარული სხდომის კენჭისყრაზე კიდევ გამოჩნდება, რამდენი დეპუტატი უჭერს მხარს ჩინჩალაძის მიერ გაფილტრულ სიას და რამდენს ექნება სურვილი, ფართო არჩევანი ჰქონდეს იურისტებიდანაც შეარჩიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

სასამართლოს სჭირდება საზოგადოების მხრიდან ნდობა. არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ოპოზიციური სპექტრი, არც ადვოკატთა ასოციაცია, ზოგადად, არც ერთი ფიგურანტი „ქართული ოცნების“ გარდა მხარს არ უჭერს ამ ფორმას, უნდა დაფიქრდნენ, მაგრა მათი მხრიდან სახეზეა არაადეკვატური ქმედებების მთელი კასკადი“, – განაცხადა კახიძემ.

იტვირთბა....