ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკერია: საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას

“ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ჰკითხა, რატომ ვერ მოახერხა საქართველომ 8 თვის განმავლობაში საფრანგეთში ელჩის დანიშვნა. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთამდე საქართველომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერ დანიშნა ელჩი შვედეთში.

“საფრანგეთში ელჩს ვერ ნიშნავთ და ამ დოკუმენტში გიწერიათ, რომ კოსმოსის აქტიურ მილიტარიზაციაზე აპირებთ ფოკუსირებას. მანდ რას აპირებთ, მაინტერესებს. ელჩს რომ დანიშნავთ 8 თვის შემდეგ, მერე მობრძანდით და მოგვახსენეთ კოსმოსის მილიტარიზაციის გეგმების შესახებ”, – მიმართა ბოკერიამ ზალკალიანს.

“ელჩი არ გვყავს დიდი ხანია, ვაღიარებ. კანდიდატურასთან დაკავშირებით გვსურდა, რომ იყოს ძალიან კვალიფიციური კანდიდატი, ხდება ხოლმე”, – უპასუხა ზალკალიანმა.

იტვირთბა....