„როგორც ვიცი, ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილი რეფორმით კმაყოფილია, რადგან საქმიანობა, რასაც ისინი ეწევიან, იქნება დაფასებული”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მძღოლებს არავინ ავალდებულებს, აუცილებლად გადაღებონ ავტომობილები.
“ტაქსით მგზავრობა უნდა იყოს კომფორტული. თუმცა, მძღოლებს არავინ ავალდებულებს, აუცილებლად გადაღებონ ავტომობილები. არის ორი კატეგორიის ლიცენზია A და B , მათ შეუძლიათ აირჩიონ. თუ აქვთ სურვილი, აიღონ A კატეგორიის ლიცენზია, მოუწევთ გადაღებვა და ამაში ერთ თეთრსაც არ დახარჯავენ, ასევე ექნებათ შესაბამისი მანიშნებელი და წარწერა„თბილისი“. მათთვის ქალაქში, კონკრეტულ ადგილებში პარკირება იქნება უფასო. A ლიცენზიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და იქედან მიღებული შემოსავალი მათი საკუთრება იქნება. არის მეორე, B კატეგორია, რომელსაც შეუძლია, არც მანქანა გადაღებოს, არც ტაქსის მანიშნებელი დააყენოს “, – განაცხადა კახა კალაძემ.