ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევექსის” პოლიკლინიკის საბურთალოს ფილიალში დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცი მოხდა

„ევექსის“ პოლიკლინიკის საბურთალოს ფილიალში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც”მეტრონომს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კლინიკის ნულ სართულზე მოხდა კომპრესორის გაცხელება, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია და ჩაირთო სიგნალიზაცია. შენობაში ცეცხლი არ ყოფილა.

„მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეები გაიყვანეს უსაფრთხო ადგილზე. შენობაში იყო კვამლი. ამ დროისთვის დათვალიერდა  შენობის მთელი ტერიტორია და საშიში აღარ არის არაფერი. სამაშველო ჯგუფები ტერიტორიას უკვე ტოვებენ“ –  განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

იტვირთბა....