დღეს პარლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენისას საგარეო საქმეთა მინისტრიმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სტრატეგიის დოკუმენტში ნათლად აღინიშნა მიზანი — ევროკავშირში გაწევრება.
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეს სტრატეგია არის ახალი, რადგან წინა სტრატეგიაში არა გაწევრებაზე, არამედ ინტეგრაციაზე იყო საუბარი:
“ყველა მცდელობა ამ მიზნის მისაღწევად და ის ამოცანები, რომელიც იქნება მიმართული, მოემსახურება ამ მიზანს. რა თქმა უნდა, ჩამოვთვლი, რომ ეს არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესაძლებლობების ეფექტიანი განხორციელება, სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით მიგრაციის სფეროში, სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის გრძელვადიანი ამოცანების განხორციელება, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მობილურობის ზრდა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობა, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის იმპლემენტაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარება, ევროკავშირის დახმარების ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა” – განაცხადა დავიტ ზალკანიანმა.
შეგახსემებთ, რომ დღეს 14 მარტს არლამენტში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის წარდგენა იყო.