ორი გენიალური ინიციატივა წამოვიდა ამ ბოლო დროს ქართული ოცნებიდან: მარტო მართლმადიდებელი ღვთისმსახურები რომ თავისუფლდებიან ჯარიდან და უცხოეთის მოქალაქეს, ეთნიკურად, და სულით ხორცამდე ქართველს რომ შეეძლება საქართველოში მიწის ყიდვა
პირველი ინიციატივა იმაზე მიუთითებს, რომ იდეის ავტორს ჯარში წასვლა აშკარად სასჯელის განსაკუთრებული ზომა ჰგონია და მართლმადიდებელ სამღვდელოებას ამნისტიას უჩალიჩებს, რაც გასაგებია, თუმცა, მეორე ინიციატივას რაც შეეხება, აქ არის კითხვები. კერძოდ, თუ უცხოეთის მოქალაქე ეთნიკურად კია ქართველი, მაგრამ ვაი და არამართლმადიდებელია ან სულაც ნაციონალი, ანუ მისი სულით ხორცამდე ქართველობის ამბავი ეჭვქვეშ დგას, მაშინ რას ვშვრებით? იმედია საპარლამენტო განხილვისას გაითვალისწინებენ ამ ხარვეზს.
მოკლედ ყოჩაღ რა ოცნებავ! რომ მეგონა 90იანებში დავმარხეთ თქო, ისეთი თემები ამოჩიჩქნეთ საფლავებიდან. შურით დაბოღმილი მმკ და ქართული მარში ნერვნა კურიატ ვ კარიდორე
დავით ზურაბიშვილი