ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბაზოვი მარნეულის მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურის აღებას ითხოვს

რადიო “მარნეულის” ინფორმაციით, ყოფილი მერი თემურ აბაზოვი განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. აღნიშული წინადადება ცნობის სახით საკრებულომ დღეს, 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის მარენულელი ელჩინ ალახვეერდიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყიტა.

აბაზოვი იმ 7 თვის განაცდურის აღებას ითხოვს, რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის წნააღმდეგ სასამართლო სხდომა ჯერ არ დასრულებულა.

როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ გვითხრა, მერიის იურიდიული და საფინანსო სამსახურების წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან და თუ აბაზოვის მოთხოვნა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა მას განაცდურს აუნაზღაურებენ.

იტვირთბა....