მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“რატომ არავინ იღებს ხმას, რომ ციხეებში აკრძალულია რუსთავი 2-ის ჩვენება” – გოცირიძე

რატომ არავინ იღებს ხმას, რომ ციხეებში აკრძალულია რუსთავი 2-ის ჩვენება?
ეს კანონდამრღვევი იუსტიციის მინისტრი მობრძანდება პარლამენტში მომავალ კვირას. არ გასცა პასუხი სადეპუტატო შეკითხვაზე, თუ რატომ ხდება ეს და როდის აპირებს გამოსწორებას, რაც რეგლამენტის დარღვევა და პარლამენტის საზედამხედველო უფლებების ფეხქვეშ გათელვაა.
კეთილი ინებოს და გამოასწოროს მდგომარეობა მოსვლამდე, თორემ ტრიბუნაზე სიტყვით კი არ გამოვალ, არამედ რაც კი ”სასიამოვნო” რამ უთქვამს რუსთავი 2-ს მასზე, იმას გავუშვებ ეკრანზე.
დანარჩენს არ ვიტყვი. სიურპრიზი იქნება

რომან გოცირიძე

იტვირთბა....