ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქართველოში სამართალდამცველ ორგანოებს ლგბტქ ადამიანების მიმართ ჩადენილ დანაშაულთან საბრძოლველად გამოცდილება არ ჰყოფნით”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული 2018 წლის ანგარიშის თანახმად,  საქართველოში სამართალდამცველ ორგანოებს სექსუალური იდენტობის გამო ჩადენილ დანაშაულთან საბრძოლველად გამოცდილება არ ჰყოფნით და არსებულ კანონს პრაქტიკაში არ იყენებენ.

ამავე ანგარიშის მიხედივით, პრობლემატურია, რომ ლგბტქ ადამიანებზე სისტემატიურად ხორციელდება თავდასხმები ოჯახში და საზოგადოებრივ ადგილებში, ხოლო ხელისუფლებას არ შეუძლია, ეს თავდასხმები შეაჩეროს.

“არაეფექტურმა ანტიდისკრიმინაციულმა პოლიტიკამ ლგბტქ ადამიანების ხელისუფლებისადმი უნდობლობა გამოიწვია”, -ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

 

 

იტვირთბა....