ახალი ამბები მთავარი სამხდრო

ზურაბ ჯაფარიძე: ირაკლი სესიაშვილი საკუთარ შვილს არ უშვებს ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში

“გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით მხოლოდ მართმადიდებელი სასულიერო პირები ისარგებლებენ, ეხმაურება.

ჯაფარიძის შეფასებით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს ერთ კონფესიას მიანიჭოს პრივილეგია საპატრიარქოს დაკვეთით.

“ბიბლიურ თავისუფლებაში კორუფციააო გითქვამთ. ბთ-ში კორუფცია ვერ იქნება by definition, რადგან ბთ-ს არ აქვს შეხება ე.წ. საბიუჯეტო თანხებთან, ანუ ხალხისთვის გადასახადების სახით წართმეულ ფულთან. სიტყვა კორუფციის მნიშვნელობა არ გესმით.

კორუფციაა როდესაც:

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საკუთარ შვილს არ უშვებს ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურში და სხვების შვილებს აიძულებს პოლიციის ძალით.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შვილს რატომღაც აღმოაჩნდება განსაკუთრებული ინტერესი მამის მიერ თუნდაც ფორმალურად კურირებულ სფეროზე და საქმდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საკუთრებაში არსებულ ნახევარმილიონიან უძრავ ქონებას ასაღებს 15-ჯერ იაფ აქტივად.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს ერთ კონფესიას მიანიჭოს პრივილეგია საპატრიარქოს დაკვეთით.

ის ერთი კონფესია ყოველწლიურად იღებს მილიონებს ბიუჯეტიდან, უძრავ ქონებას სახელმწიფოსგან, სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, ხშირ შემთხვევაში პოზიციონირებს როგორც ღიად პროოკუპანტი ინსტიტუცია, ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ვერ ბედავს მოიკითხოს სად მიდის ღატაკი ხალხისთვის წართმეული ეს ფული და ქონება, და ამ დროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს სძინავს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადაქცეულია ჩვეულებრივ გესტაპოდ და ერთადერთი რითიც დაკავებულია, ოპოზიციური პარტიების თვალთვალია, თუმცა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქაც სძინავს.

თავდაცვის სისტემაში გამომძალველობა, ‘ძედავშინა’ და ახალწვეულების ცემა/წამება, თვითმკვლელობები თითქმის ყოველდღიურობად იქცა, და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აქაც სძინავს.

და ა.შ.

ჰოდა, ამის პატრონს შანსი არ გაქვთ ჩვენ ბრძოლა მოგვიგოთ”, – წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ჯაფარიძე სესიაშვილს: დავურეკავ ყველას, გამოვიყვან რუსთაველზე და ვერ გიშველის საპატრიარქო

იტვირთბა....