ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით მაღრაძე “დაიცავი საქართველოს” გააქტიურებას გეგმავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებას პოეტი დავით მაღრაძე გეგმავს.

როგორც დავით მაღრაძემ პირველ არხს განუცხადა, არასწორია ინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.

„არ ვაპირებ პარტიის შექმნას. მინდა, გაცოცხლდეს საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო,“ რომლის არჩეული თავმჯდომარეც ვარ. დღეს არის ორპოლუსიანი პოლიტიკური ჩარჩო, რომლისაგანაც საქართველოს ხვალინდელი დღე უნდა გათავისუფლდეს. ერთი მხარე წარსულს უარყოფს, მეორე – მომავალს, ჩვენ კი ორივეს ვაღიარებთ, წარსულსაც და მომავალსაც. შევეცდები, ჩემ მეგობრებთან ერთად, ყველაფერი გავაკეთო, რათა ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა დასრულდეს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული თანხმობის მიღწევას. შევეცდებით, სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება გადაიზარდოს პოლიტიკურ პაექრობაში. ამ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას ამძაფრებს კერპთაყვანისმცემლობა მიშისტობისა და ბიძინისტობის სახით. ვეცდებით, „დაიცავი საქართველო“ იყოს პლატფორმა, ასპარეზი ახალგაზრდებისთვის და იყოს სამართლიანობისთვის ბრძოლის ესტაფეტა“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

იტვირთბა....