ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვიჩია – სესიაშვილის ინიციატივა ამორალურია, სხვას რელიგია არ ქონია, სხვას არ ცოდნია ლოცვა

პოლიტიკურ ცენტრ “გირჩის” თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგაა მიმართლი.

როგორც ხვიჩიამ “მეტრონომს” განუცხადა, სესიაშვილის ინიციატივა წმინდა სინოდისთვის მხარდაჭერაა.

“ჩემი აზრით, ინიციატივა არის ამორალური, შესაბამისად, ამორალური პოლიტიკოსების მიერაა დაყენებული. ჩენ ყველას გვესმის, რომ ეს ინიციატივა “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგაა მომართული. თუ ვინმეს მართმადიდებლების დაცვა უნდა, ჩვენს მიერ ჯარიდან გათავისუფლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა მართმადიდებელია. თუ საქართველოს მოსახლეობის 80-85% საქართველოშია მართმადიდებელია, იგივე პროცენტი არის ჩვენს შემთხვევაშიც. იმიტომ, რომ “ბიბლიური თავისუფლება” ცალკე რელიგიური მიმდინარეობაა იმ გაგებით, რომ ჩვენ სხვა ქრისტე გყვავს, არ არის ეგრე. შესაბამისად, ეს ინიციატივა ნიშნავს არა მართმადიდებელზე, არამედ სინოდზე ანგარიშის გაწევას. როდესაც ვამბობთ მართმადიდებლებს, არ ვგულისხმობთ საქართველოს მართმადიდებელ მოსახლეობას, ჯერ ეს რა არგუმენტია და სხვამ რა დააშავა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ობიექტურად, წმინდა სინოდს ვგულისხმობთ”, – აცხადებს ხვიჩია.

მისივე თქმით, თუ სესიაშვილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური კარგია, მისი შვილი მეორე კურსიდან სუს-ში არ უნდა მიდიოდეს.

“რაც შეეხება ამორალურობას. თუ ადამიანები გვეუბნებიან, რომ ესეთი წესრიგია სწორი, რომ ადამიანები ჯარში უნდა მიდიოდნენ, ეს ადამიანები საკუთარ მაგალითზე ახორციელებენ ამ რწმენას. თუ ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური კარგია, ბერა უნდა მიდიოდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში. თუ ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური კარგია, მისი შვილი მეორე კურსიდან სუს-ში მუშაობას კი არ უნდა იწყებდეს, არამედ სავალდებულო სამხედრო სამსახურში უნდა მიდიოდეს. რომელიმე პარლამენტარი თუ ფიქრობს, რომ სავალდებულო სამხედრო სამახური კარგია, მისი შვილი უნდა ყავდეს იქ გაშვებული. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ პარლამენტის წევრებიდან, ჩემი ღრმა რწმენით, შეიძლება გამონაკლისი არსებობს, არც ერთის შვილი არაა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამყოფი. ეს ყველაფერი ხდება იმ რეალობაში, როდესაც კრწანისის სამხედრო ბაზაზე ადამიანი ფულის გამოძალვის მიზნით სცემეს, დაასახიჩრეს. თან ამ ადამიანმა სხვისი წერილი გამოიტანა, რომელიც ანალოგიურ დღეშია. დღეს კრწანისის საწვრთნელი ბაზის წინ დგანანა მშობლები, რომლებიც ითხოვენ აჩვენონ შვილები, რომლებიც დიდი ალბათობით, იგივე დღეში არიან. ამ რეალობაში, კანონპროექტი შემოაგდეს სხვისი და არა თავის შვილებისთვის. ამას გვეუბნებიან, რომ ეს მორალურია და “ბიბლიური თავისუფლება” არამორალური. მინდა ხაზგასმით გითრათ, რომ “ბიბლიური თავისუფლება” დღევანდელი კონფიგურაციით იმ დღესვე გაუქმდება, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება. სხვას რელიგია არ ქონია, სხვას არ ყოლია მღვდელმსახური, სხვას არ ცოდნია ლოცვა. სხვა რელიგიურ კონფენციებს ამას არ ვაძლევთ და ჩვენ გვინდა, რომ ეს მივიღოთ როგორც ჰუმანური აქტი. ჩემი შვილისთვის მინდა კარგი და უნდა აარიდოს ჯარს თავი, მაგრამ სხვისი შვილის დედაც ვატირე, უფასო ხორცი გვქონდეს ყარაულად იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთაც 2 000 ლარის გადახდის საშუალება არ აქვთ”, – აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, “გირჩი” ყველა პარლამენტარის ოჯახში შევა და მათ ვაჟებს გაესაუბრება თუ რატომ არ არიან ჯარში.

“სათითაოდ შევალთ ყველა პარლამენტარის ოჯახში სხვადასხვა ფორმით. დაველაპარაკებით მათ 17-დან 28-წლამდე შვილებს, ვაჟებს და ვკითხავთ რატომ არ არიან ჯარში. ჩვენთან მოსულან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მთელი ცხოვრება ენგრეოდათ თუ “ბიბლიური თავისუფლება” არ გადაარჩენდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან ძვირი დაჯდება და ეგეთი უსამართლობა, ზოგადად, ძალიან ძვირი ჯდება. გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამახური და “ბიბლიურ თავისუფლებას” ჩვენ მივხედავთ. ამის პირობას ვდებთ. სინამდვილეში ეს არ მოხდება, რომ მხოლოდ “ბიბლიურ თავისუფლებას” გმაოუცხადო ბრძოლა. ჩვენ გათავისუფლებული გყვავს  პარლამენტის შვილები და ოჯახის წევრები, მღვდლების შვილები და ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთ სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელებიც შვილები, კომისრების შვილები. 12 თუ 15 000 მღვდელმსახური “გირჩის” აქტივისტები კი არ არიან, ეს ჩვეულებრივი ხალხია. ამ პრივილეგიებით სარგებლობენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ოპონენტები არიან. “ქართული ოცნების” ან სხვა პარტიის დეპუტატი რომ ხარ და შენი შვილი ჯარში მიდის დ აერთი ვარიანტი რომ გაქვს, კომისარს უნდა ეჯღანაო, ჩააწყო სესიაშვილთან, რაც თვითონ უნდათ. რეალურად, “გირჩმა” მათ ფულის კეთება შეაწყვეტინა. უნდათ, რომ ნებისმიერ ადამიანზე ზემოქმედების საშალება ქონდეთ თუნდაც ქრთამის მოთხოვნის კუთხით. ჩვენი მოვალეობაა, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, რანაირი ამორალური პოლიტიკოსები გყვავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ უფლება აქვთ საკუთარ შვილებს ხელი დააფარონ და სხვისი შვილები მონობისთვის გაიმეტონ”, – აცხადებს ხვიჩია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიპარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ამასთან, როგორც სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

იტვირთბა....