ვითიბი ბანკი, კიას მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს, რომელიც მოიცავს: უფასო სერვისს 1 წლის განმავლობაში, 6 თვიან დაზღვევას, 15 თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, ნასვამი მძღოლის მომსახურებას, ტექნიკურ დახმარებს გზებზე და ავტომობილის გადაფორმებას.
აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა არ მოითხოვება, ხოლო სესხის მაქსიმალური ვადა 60 თვეა.