საფრანგეთში ქათმებმა ფერმაში შეპარული მელა მოკლეს.
როგორც BBC წერს, ინციდენტი ბრეტანის რეგიონის სასკოლო ფერმაში მოხდა.
მას შემდეგ რაც მელა ფერმაში შევიდა, კარი ავტომატურად დაიკეტა და მას 3000 ქათამი დაესხა თავს.
სასკოლო ფერმის ხელმძღვანელის, პასკალ დანიელის განცხადებით, ეს ქათმების ძლიერი ინსტინქტი იყო.
“ეს ძლიერი ინსტინქტი იყო, ქათმები მელას თავს ნისკარტებით დაესხნენ”, – უთხრა ჟურნალისტებს პასკალ დანიელმა და დასძინა, რომ მოკლული ცხოველის სხეული მეორე დღეს, ფერმის კუთხეში იპოვეს.