ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენების საკითხზე შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყანა ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული გალში მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ.

მინისტრის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას გადმოსვენების საკითხზე შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან მივიღეთ. ბუნებრივია, ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ყველა გარემოება, გადავდგით ნაბიჯები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული ყოფილიყო. საუბარი გვქონდა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან მუდმივ კავშირზე ვართ. ასევე საქართველოს ყველა საელჩომ შესაბამისი ინსტრუქცია მიიღო, რომ აღნიშნული საქმის შესახებ ჩააყენოს საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა.

მე მექნება კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა აღნიშნული ფაქტის შესახებ ისინიც ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ რეჟიმში შესაბამის სტრუქტურებთან, მათშორის სამართალდამცავებთან, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რათა დადგინდეს ამ აღმაშფოთებელი ფაქტის ყველა ობიექტური გარემოება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

გალში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

სერგი კაპანაძე: თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამებია ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს

იტვირთბა....