“ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მე აქ არაფერი მაქვს დასამალი, ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მაგრამ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე, თაბორის #1-ში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განაცხადა.
,,რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა თაბორის # 1-ში, ყოფილი ბერძნის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდნტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ არაფერი მაქვს დასამალი, ჩვენ ერთი გუნა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამედის წევრები ვართ, მაგრამ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს.მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ზოგადად, რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების შემდეგ არ განახლებულა, გვაქვს აუცილებლობა შეიქმნას კომისია და გადავხედოთ ამ მიმართულებას.
კიდევ ვიმეორებ, ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ – განაცხადა კალაძემ.