ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ” – ბურჯანაძე რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრისას

“დემოკრატიული მოძრაობა საქართველოსთვის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” გადაცემაში განაცხადა, რომ ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ არის. გადაცემაში საუბრის მთავარი თემა ნატო-ს გაფართოება იყო.

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ამბობს,რომ ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბარი წინდაუხედაობა და ქვეყნის ინტერესების იგნორირებაა.

ბურჯანაძის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება სარგებელს არ მოუტანს არც რუსეთს და არც რეგიონს, პოლიტიკოსის თქმით, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა ვალდებულია საკუთარი ინტერესების გარდა, მეზობელი ქვეყნების ინტერესებიც გაითვალისწინოს.

“საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოვებაზე საუბარი, არის ვითარების გამწვავება და გასაგებია, რომ კარგს არაფერს მოუტანს რუსეთს, არც დასავლეთს შორის ურთიერთობებს და არც ზოგადად რეგიონს. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ნატო-ს წევრობაზე საუბარი ეს უკეთეს შემთხვევაში წინდაუხედაობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში საქართველოს ინტერესების იგნორირებაა. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩემი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა 2008 წლის შედეგ. მაშინ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ ვერ შევძელით საქართველოსა და რუსეთს შორის ომის თავიდან არიდება. რუსეთს ჯიბრზე საქართველოს ნატო-ში შესვლაზე საუბრის მომხრე არ ვარ,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაზე კვლავ რუსეტში იმყოფება.

იტვირთბა....