ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება” – ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარმოადგენს.

„საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არც განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, რეფორმის დანარჩენ ნაწილთან ერთად კონკრეტულად წარმოგიდგენთ, როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი და უფასო ფაკულტეტების მოდელი. წელს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. ასევე, ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

იტვირთბა....