რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, სოზარ სუბარის შეფასებით, გზა, რომელიც ეკა ბესელიამ აირჩია, სასამართლოს გაჯანსაღებისთვის სწორი არ არის.
“თუ მართლა ასე ფიქრობს, ამ შემთხვევაში მას გაცილებით ადრე უნდა დაეწყო ეს ბრძოლა და ამოეღო ხმა. თუნდაც მაშინ, როდესაც ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს ასეთი კრიტიკით გამოდის, უვადოდ აირჩიეს. თუ მაშინ ხმას არ იღებდა ან არ იღებდა ასეთი სიმძაფრით, მაშინ რა მოხდა ამ დროის მონაკვეთში? ახლა მთავარია, რაც ნაკლები იქნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი წნეხი სასამართლოზე. ზოგჯერ ხდება რაღაცის დემონიზება, ეს სისტემა ექცევა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ფუნქციონირება უჭირს. როდესაც საუბარია გარკვეულ მორალურ წნეხზე, ეს ერთია და როდესაც საუბარია წნეხზე, რომლითაც ცდილობ, სისტემა ჩამოშალო, დაანგრიო და სისტემის დემორალიზება მოახდინო – ეს ორი სხვადასხვა რამეა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.