საზოგადოება

menu.ge-მ მიტანის საფასური გააუქმა

დღეიდან menu.ge-მ მიტანის საკომისიო გააუქმა. საუბარია 3კილომეტრის რადიუსზე. როგორც “მეტრონომს” კომპანიაში განუცხადეს, იმ შემთხვევაში თუ ობიექტი შეკვეთის ადგილიდან მაქსიმუმ 3 კილომეტრში არის, მომხმარებელი შეკვეთის საფასურს აღარ გადაიხდის.

“შეკვეთის ფასს მნიშვნელობა არ აქვს. შეკვეთა უნდა იყოს ონლაინ, რადგან შემკვეთის ადგილმდებარეობა დადგინდეს. თუ შეკვეთა მაქსიმუმ 3 კილომეტრის რადიუსში იქნება, მიტანის საფასური აღარ იქნება”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....