ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატუტა 20 გრადუსს გადასცდება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

“11 მარტს დასავლეთ საქართველოში ზოგან იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსი იქნება.

12 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +19, +24, აღმოსავლეთ საქართველოში კი +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

13-14 მარტს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ტემპერატურა +17, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ქ. თბილისში 11-14 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 11 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება” – ნათქვამია “გარემოს ეროვნული სააგენტოს” ინფორმაციაში.

იტვირთბა....