ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც “იმედის” ეთერში ცქიტიშვილმა განაცხადა, ანაკლიის პორტის იდეის ინიციატორი იყო მთავრობა.
„როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ აღნიშნული პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.