ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანება, დღეიდან, ოფიციალურად დაფუძნდება

თაკო ჩარკვიანის ახალი პოლიტიკური გაერთიანება, „კანონი და სამართალი“, დღეიდან, ოფიციალურად დაფუძნდება. თაკო ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ყრილობას გამართავენ.

„კრიზისია, კრიზისი სხვა არაფერი არ არის. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით – კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, „კანონი და სამართალი“ პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე და გაერთიანებულ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს.

იტვირთბა....