ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

“ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ისინი ბრალს აღიარებენ და სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეების გარეშე გამოცხადდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....