საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰუბერტ ქნირის განცხადებით, საქართველოში ბიზნესგარემოზე ვერ ხედავს რაიმე სახის ზეწოლას.
„ბევრი ვესაუბრე ბიზნესმენებს, განსაკუთრებით გერმანელ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში სპეციფიური მიმართულებებით მუშაობენ და აკეთებენ ბიზნესს. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბიზნეს გარემო აქვთ, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვესაუბრეთ მთავრობასაც და მე ვერ ვხედავ რაიმე სახის ზეწოლას ბიზნესგარემოზე“, – განაცხადა ჰუბერტქნირმა.