ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რადგან ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი – უგულავა იაშვილს

რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული, – ასე ეხმაურება ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

უგულავას Facebook პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გტავაზობთ.

“ეს კაცი იმ 9 წლის მანძილზე ალბათ 9-ჯერ მყავს ნანახი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. ზოგჯერ ჩაიზე, ზოგჯერაც ვისკიზე. ამიტომ, სჯობს გაჩუმდეს და საქმე/ტოლი ნახოს. ზოგადად, დამთავრდა ის დრო როცა ცალ კარში თამაშობდით. პრობლემები ნამდვილად ქონდათ ბიზნესმენებს ჩვენ დროს, ისევე როგორც ჩვენამდე და ახლაც. მთავარია ეს პრობლემები გვარდებოდა თუ არა და ქვეყანა ვითარდებოდა თუ არა. ამიტომ ძვირფასო ირაკლი (იგივე….) და ყველა ვინც რიგში აპირებთ დგომას და ნაცვლად ბიზნესის დღევანდელი პრობლემებისა წარსულზე აპირებთ საუბარს, კი ბატონო! გავიხსენებ ყველაფერს ვინ როდის ვის უკანალში ლამობდით ძრომიალს. გნებავთ?! ვერ ვიტყვი რომ სიამოვნებას მგვრის ამაზე დროის ხარჯვა, ბევრად მეტი პრობლემაა ამ ქვეყანაში, მაგრამ რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული. დე დაერქვას ყველას თავის სახელი და არა მარტო ზარდიაშვილს​“, – წერს გიგი უგულავა.

იტვირთბა....