ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეკა ბესელია: პარლამენტი მხარე არ უნდა გახდეს

დამოუკიდებელი დეპუტატის და “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტი მხარე არ უნდა გახდეს და ის უნდა იყოს მაკონტროლებელი ორგანო.

„სამდურავებია, არამარტო „თიბისის“ საქმეზე, არამედ გამოჩნდა სხვა ეპიზოდებიც. ეს არის სიგნალები, რომლებსაც დაფიქრება სჭირდება და ხელისუფლება, რომელიც ასეთ თემებზე დუმს, კარგ გზას არ დაადგება. არ მინდა, პარალელების გავლება და შედარება ავბედით წარსულთან, როცა ბიზნესი იყო სრული რეკეტის ქვეშ, მაგრამ ასე იწყებოდა, როცა ცალკეულ შემთხვევებზე მაკონტროლებელი ორგანოების რეაგირება არ ხდებოდა. პარლამენტი მხარე არ უნდა გახდეს. არც ერთი მხარის პოზიციას, როგორც უტყუარს, არ ვღებულობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ პარლამენტი უნდა იყოს არა, როგორც მხარე, არამედ, როგორც მაკონტროლებელი ორგანო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....