ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი

გიორგი გახარია ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტის ნებისმიერ წევრი, რომლის მიმართაც კითხვები გაჩნდება, მზად არის, კითხვებს გასცეს პასუხები.

„რაც შეეხება ბიზნესზე ზეწოლას და იმ ბრალდებებს, რომელსაც მე ვისმენ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, მინდა ორი მნიშვნელოვანი არგუმენტი გითხრათ – ჩვენი ხელისუფლების ყველაზე დიდი მონაპოვარი გახლავთ თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ეს არის ის, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. მინდა, დავუბრუნდე ბრალდებებს, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი. პირადად, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ის „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართლა გამწარებულ მეწარმეებს, რომ მათ აღედგინათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა 24-საათიან რეჟიმში. შესაბამისად, ეს ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულირებელია ვიფიქრო, რომ ეს არის როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....