ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორშაბათს, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 11 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ზოგიერთ უბანს. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი” ავრცელებს.

“სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა მიკრორაოინების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და თაყაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ვარკეთილის მასივის X კვარტლის, მერვე ლეგიონის დასახლების, სამხედრო დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), აბაშვილის, კალოუბნის, საცხენისის, ლაღიძის, რამიშვილის, შუამთის, ჩაჩუას, თრიალეთის, ლორთქიფანიძის და წულუკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, კირილე უკლებას, მოსიძის, კოტეტიშვილის, ასათიანის, მთაწმინდის, ინგოროყვას, ყიფიანის, არსენას, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ყვარლის, რატილის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, ტვიშის, წალენჯიხის, გეზათის, მიქელაძის, მთისძირის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – ნათქვამია თელასის განცხადებაში.

იტვირთბა....