საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თიბისი ბანკის საქმეზე სასამართლოში გამოკითხვაზე მისვლის დროს განაცხადა, რომ თიბისი ბანკის საქმე კონკრეტული ჯგუფისა და ადამიანების არეალს და მეტ საჯაროობას საჭიროებს.
მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმეში პარლამენტის როლის გაძლიერება და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია:
“ჩვენ ვნახეთ, რომ საპარლამენტო კომიტეტზე გაისმა ყველაზე უფრო ხმაურიანი განცხადებები და ბრალდებები. მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადეკვატური გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ კომისიის მანდატის ქვეშ ყველა მოქმედ და ყოფილ მოხელეს განმარტების გაკეთება აუცილებლად მოუწევთ”, — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
გიორგი ქადაგიძე გამოკითხვაზე გუშინ, 6 მარტს დაიბარეს. ყოფილმა პრეზიდენტმა პროკურატურაში განკითხვაზე უარი თქვა და მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.
პროკურატურის პრესსამსახურში განმარტეს, რომ საქმე ეხება 2008 წელს თიბისი ბანკის საეჭვო ტრანზაქციას, რომელზეც საგამოძიებო უწყება გამოძიებას აწარმოებს.